GAACC-ის ახალი წევრი – მინერალური წყალი „სნო“

GAACC-ის ახალი წევრი – მინერალური წყალი „სნო“
გაზიარება

მინერალურ წყალ „სნოს“ აწარმოებს კომპანია „აქვა გეო“, რომელიც 2009 წელს შეიქმნა. კომპანიის მესვეურებმა მიზნად დაისახეს ქართული უნიკალური წყლის პოპულარიზაცია, როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ. კომპანია თავის თავში აერთიანებს ქართულ საქმესა და სურვილს საკუთარი წვლილი შეიტანოს ქართული ეკონომიკის განვითარებაში. კომპანია “აქვა გეო” აღჭურვილია უახლესი ევროპული ტექნოლოგიებით და ლაბორატორიით, სადაც სისტემატიკურად მოწმდება ნედლეულისა და პროდუქციის ხარისხი.

სნო! კამკამა და გემრიელი წყალია, რომელიც მთებში იბადება, შემდეგ დაბლა ბარისკენ ეშვება და მუხრანის ველის ქვეშ წყლის აუზს ქმნის. კომპანია „აქვა გეო“-ს ქარხანაც სწორედ აქ მუხრანის ველზე მოიპოვებს მას. წყალი „სნო“ სრულად აკმაყოფილებს, როგორც ქართული, ასევე ევროპული სტანდარტების მოთხოვნებს.